ჩვენ შესახებ
Weekend Medical-ი ბრიტანული კომპანია Prestige Diagnostics-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2012 წლიდან, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში წარმოებული სამედიცინო სადიაგნოსტიკო მოწყობილობებით ვამარაგებთ ქართულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ფარმაცევტულ ბაზარს.
დღეს, სადიაგნოსტიკო მოწყობილობებთან ერთად, უახლესი მეთოდით შექმნილ კოვიდ-19-ის გამოსავლენ სწრაფ ანტიგენ-ტესტებს გთავაზობთ, პისიარ-ტესტებთან ერთად: ჩვენს პარტნიორ სამედიცინო ლაბორატორიებს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი პისიარ-ტესტებით გრძელვადიანად სარგებლობის ფარგლებში, ექსტრაქტორებით და პისიარ-აფლიპიკაციის აპარატებით ვუზრუნველყოფთ.
Weekend Medical-ის პარტნიორი / შვილობილი კომპანია Janhealth-ი, ბრიტანულ OraSure Technologies-სთან თანამშრომლობით, აივ-ინფექციის და C ჰეპატიტის ანტისხეულების გამოსავლენ სწრაფ ტესტებს წარმოგიდგენთ.
ჩვენი მიზანია, პარტნიორებთან ერთად, საზოგადოებაში ჯანმრთელობის კონტროლის გაუმჯობესებული სტანდარტი დავნერგოთ, Weekend Medical-ის გრძელვადიანი ხედვა კი პარტნიორი კომპანიებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას ემყარება: ყოველდღიურად ვმუშაობთ ხარისხიანი პროდუქციის მოძიებისა და პარტნიორებისთვის მისაღები ფასების შენარჩუნების მიმართულებით.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი სწრაფი თვითშემოწმების ტესტების შეძენა შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე აფთიაქებში, გამოძახება — Weekend Medical-ის Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან ან თბილისის მასშტაბით, Wolt-იდან (Weekend Medical-ის პროფილიდან).
პარტნიორების შესახებ
Prestige Diagnostics-ი 2012 წელს დაარსდა და დღეს ინ ვიტრო დიაგნოსტიკური რეაგენტების, ტესტების და ანალიზატორების წამყვანი მწარმოებელია. მათ სამედიცინო ნაწარმს მსოფლიოს 89 ქვეყანაში მოიხმარენ.
OraSure Technologies მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე პირველი კომპანიაა, რომელმაც ყველაზე კომპლექსური გამოწვევების გადაჭრა დაისახა მიზნად და შემოგვთავზა სწრაფი ტესტები აივ-ინფექციის, C ჰეპატიტის და ებოლას ვირუსების გამოსავლენად, სხვადასხვა სახის წამალდამოკიდებულების გამოსავლენ პერორალურ (ნერწყვზე დაფუძნებული) ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად.
ტესტები და მათი გამოყენების წესები
კოვიდ-19-ის გამოსავლენი სწრაფი თვითშემოწმების ტესტები
Weekend Medical-ი წარმოგიდგენთ კოვიდ-19-ის, აივ-ინფექციის და C ჰეპატიტის გამოსავლენ სწრაფ თვითშემოწმების ტესტებს, რომლებიც შედეგს 96-99%-იანი სიზუსტით, 20-40 წუთის განმავლობაში გიჩვენებთ. რაც მთავარია, მათი მოხმარება უმტკივნეულო, იოლი და კომფორტულია სახლის პირობებში.
ჩვენ მიერ წარმოდგენილი კოვიდ-19-ის ანტისხეულების გამოსავლენი ტესტი „რადკოვ-2“, კოვიდ-19-ის „ა“ და „ბ“ ტიპის ვირუსების გამოსავლენი ტესტი „რადკოვ-5“ და ნერწყვზე დაფუძნებული ანტიგენ-ტესტი „რადკოვ-7“, შედეგს ზუსტად 10 წუთში, 96%-იანი სიზუსტით გიჩვენებთ.
- „რადკოვ-2“ კოვიდ-19-ის ანტისხეულების გამოსავლენი ტესტია, რომელიც გიჩვენებთ, გადატანილი გაქვთ თუ არა ვირუსი;
- „რადკოვ-5“ კოვიდ-19-ის „ა“ და „ბ“ ტიპის ვირუსების გამოსავლენი ტესტია;
- „რადკოვ-7“ კი ნერწყვზე დაფუძნებული ანტიგენ-ტესტია — მათთვის, ვისაც ცხვირ-ხახიდან ნაცხის აღაცება არ შეუძლია. გაითვალისწინეთ: „რადკოვ-7-ით“ ტესტირებისას, მაქსიმალური სიზუსტისთვის, ბოლო 30 წუთის განმავლობაში, არ მიიღოთ საკვები ან სითხე და არ მოიხმაროთ თამბაქო;
აივ-ინფექციის გამოსავლენი სწრაფი თვითშემოწმების ტესტი OraQuick HIV
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის მონაცემებით, (https://www.aidscenter.ge/epidsituation_geo.html)
აივ-ინფიცირებულების სავარაუდო რაოდენობა საქართველოში 10500-ია. 2022 წლის 23 თებერვლის მონაცემებით, აივ-ინფიცირების 9221 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 6888 მამაკაცია, 2333 კი — ქალი.
სამწუხაროდ, საქართველოში აივ-ინფექცია და შიდსი ჯერ კიდევ სტიგმატიზირებულია, რის გამოც, ინფიცირებულებს დიაგნოზის გამჟღავნება არ სურთ, რაც, ხშირ შემთხვევაში, გამოკვლევების ჩატარების შემაკავებელი მიზეზიც ხდება. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ დაავადების მიმდინარეობის ფარული პერიოდი, შესაძლებელია, 4-5 წელიწადს გაგრძელდეს, თუმცა ინფიცირებული პირველივე დღიდან გადამდებია. დროული ტესტირება და უსიმპტომო სტადიის, იგივე აივ-ინფიცირების დეტექცია, ადრეულ სტადიაზე მკურნალობის და შიდსის სიმპტომების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.
OraQuick-ის სწრაფი თვითშემოწმების აივ-ტესტი იდეალური საშუალებაა მათთვის, ვისაც დაავადების დადგენა კონფიდენციალურად, სახლის პირობებში სურთ. ის როგორც HIV-1-ის, ასევე, HIV-2-ის ანტისხეულებს ნერწყვის საშუალებით გამოავლენს და შედეგს სულ რაღაც 20 წუთში, 99%-იანი სიზუსტით აჩვენებს. ტესტირება მარტივია: პაციენტმა პირის ღრუში, ნერწყვთან შეხებისთვის, ტამპონი უნდა მოათავსოს.
OraQuick HIV მსოფლიოში პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი პერორალური (ნერწყვზე დაფუძნებული) აივ-ტესტია, რომელიც FDA-სა და „ჯანმოს“ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია) მიერაა დამტკიცებული და ექიმის დანიშნულების გარეშე გამოიყენება.
ტესტის ნაკრები მოიცავს ვრცელ რესურსებს და მხარდამჭერ მასალებს, მათ შორის, წვდომას მომხმარებელთა უფასო მხარდაჭერის ცენტრთან და ვებგვერდთან, სადაც საჭირო სამედიცინო ინფორმაცია გამარტივებულ ენაზეა მოცემული.
OraQuick-ის სწრაფი აივ-ტესტის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.oraquick.com.
C ჰეპატიტის ანტისხეულების გამოსავლენი სწრაფი თვითშემოწმების ტესტი OraQuick HCV
OraQuick-ის სწრაფი თვითშემოწმების ტესტი, რომელიც C ჰეპატიტის ყველა გენოტიპზეა მგრძნობიარე, ანტისხეულებს ნერწყვის საშუალებით გამოავლენს და შედეგს სულ რაღაც 20 წუთში, 99%-იანი სიზუსტით აჩვენებს. ტესტირება მარტივია: პაციენტმა პირის ღრუში, ნერწყვთან შეხებისთვის, ტამპონი უნდა მოათავსოს.
OraQuick HCV FDA-ს მიერ დამტკიცებული პირველი ტესტია, რომელიც CLIA-ს ლაბორატორიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს (CLIA-ს კატეგორიაში შედის ტესტები, რომლებიც პროცედურულად მარტივია და მინიმალურ რისკებს მოიცავს).
ტესტირებისას, მაქსიმალური სიზუსტისთვის, ბოლო 30 წუთის განმავლობაში არ გამოიყენოთ პირის ღრუს გამწმენდი საშუალებები, ბოლო 15 წუთის განმავლობაში კი არ მიიღოთ საკვები ან სითხე.
არ გამოიყენოთ ტესტი იმ შემთხვევაში, თუ:
- უკვე დაგიდასტურდათ C ჰეპატიტი ან C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს იღებთ;
- მასზე რომელიმე საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალება მოხვდა;
- ნერწყვის ნიმუშის აღებამდე არ მოგიხსნიათ სტომატოლოგიური ელემენტები, მათ შორის, პროთეზი ან ნებისმიერი სხვა მასალა, რომელიც თქვენს ღრძილებს ფარავს;
- თუ რომელიმე პაკეტის საკეტი გატეხილი, დაკარგული ან ღიაა;
- თუ პაკეტზე მითითებული მოქმედების ვადა გასულია;
ანალიზის შეზღუდვები:
- OraQuick-ის თვითშემოწმების ანალიზმა, შესაძლებელია, ვერ გამოავლინოს C ჰეპატიტის ინფექციები, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში განვითარდა.
- დადებითი შედეგისთვის აუცილებელი არაა, ტესტის ხაზის ინტენსივობა ნიმუშებში აღმოჩენილი ანტისხეულების რაოდენობის მსგავსი იყოს.
- ტესტი არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის მოზარდების შესამოწმებლად.
მომწოდებლები
Prestige Diagnostics UK LTD (PCR Tests, Rapid Tests) Falconpack (Nitrile Gloves, Latex Gloves, PE Gloves, Vinyl Gloves, Nurse Caps); Bioland Technology (Thermometers E122 და E125); Beybi (Latex Gloves, Sterile Gloves); Dongguan Green Power One (KN95 Masks); Biolight Co LTD(Oxymeters); Sunbright (Oxymeters) Zhangzhou Yuanli Biotechnology Co LTD (3 Ply Medical Disposable Masks); Dean & Pattisen International Menswear (HZ) Pty Ltd (Protective Coveralls); Shanghai Jheyewear Co Ltd (Face Shields,Medical Goggles); Innova Solutions GmbH (Hand and Surface Disinfect); HONGTAI INSTRUMENTHONGKONG CO LTD (HTI HT-820D Thermometer); Hangzhou Mu Shang Nursing Products Co Ltd (3D Face Mask); GALOŞSAN PLASTİK VE MEDİKAL ÜR.İTH.İHR.SAN.TİC.LTD ŞTİ (Disposable Footwear, Medical Footwear; Nurse Hats); Farhabi Health (Isolation Gowns; Isolation Coveralls, Lab Coats);
პარტნიორები
სააფთიაქო ქსელი „ჯიპისი“ (GPC Pharmacy)
სააფთიაქო ქსელი „ფარმადეპო“ (Pharmadepot)
შპს „მედ-დიაგნოსტიკსი“ (Med-Diagnostics LTD)
შპს „მედჰაბი“ (Medhub LTD)
„ჯეო სეიფთი“ (Geo Safety)
„ლიდ სეიფთი“ (Lid Safety)
„სთიმერ ჯორჯია“ (Steamer Georgia)
შპს „რესტორატორი“ (Restaurateur LTD)
შპს „კახელები“ (Kakhelebi LTD)
შპს „უან მედიქალ“ (1 Medical LTD)
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia)
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო (Ministry of Health & Social Affairs of Adjara)
საქართველოს შემოსავლების სამსახური (Georgian Revenue Service)
საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტი (Georgian Medical University)
შპს „ბროდერს“ (Brothers Ltd)
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (International University Hospital Batumi)
შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“
„ჰოლიდეი ინნ თელავი“ (Holiday Inn Telavi)
შპს „ჯეო მედი“
„რადისონ ბლუ ივერია თბილისი“ (Radisson Blu Iveria Tbilisi)
„წინანდლის მამული“ (Tsinandali Estate)